ევროკომისიის მისიის ვიზიტი საქართველოში კინოთეატრების ქსელის და დისტრიბუციის განვითარებისთვის
ოქტომბერი 8, 2017
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით და ევროკომისიის პროგრამის (TAIEX) ფინანსური მხარდაჭერით, 9-13 ოქტომბერს  თბილისში ჩამოდის საექსპერტო მისია.  მისიის მიზანია, საქართველოში კინოთეატრების ქსელის და დისტრიბუციის სისტემის ჩამოყალიბებისთვის რეკომენდაციის მომზადება. 
შეხვედრებს, კინოსექტორის წარმონადგენლებთან ერთად, დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.  მისიის დასრულების შემდეგ, 2 კვირის მანძილზე, ექსპერტები მოამზადებენ წერილობით რეკომენდაციას და დასკვნას. 
საექსპერტო მისია შედგება უცხოელი სპეციალისტებისგან: 
Ms Edith Sepp-Dallas – ესტონეთის კინოინსტიტუტის დირექტორი. ახალი ევროპული კინოს ასოცისაციის  (FNE ) და ევროპული კინოს ხელშეწყობის ქსელის (EFP) თავმჯდომარე. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი მუშაობდა კინოს საკითხებში მრჩევლად ესტონეთის კულტურის სამინისტროში.
Ms.Renata Pawłowska-Pyra – პოლონეთის კინოს ინსტიტუტის კინოკულტურის და ფილმის გავრცელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. წლების განმავლობაში პასუხისმგებელი იყო კინოთეატრების განვითარების, დისტრიბუციისა და კინო განათლების პროექტებზე. 
 Mr. Arnfinn Inderhaug –  ნორვეგიული კინოორგანიზაციის Film & Kino პროექტის Bygdekinoen – მობილური კინოთეატრი – მენეჯერი. იგი მუშაობს კინოთეატრების განვითარებისა და მართვის საკითხებზე (ექსპერტი ჩაერთვება და პრეზენტაციას გააკეთებს სკაიპის საშუალებით).