ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს სთავაზობს
მაისი 11, 2020

2019 წლის 27 ნოემბერს საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამასთან დაკავშირებით, სტრასბურგმა არაერთ კულტურულ ღონისძიებას უმასპინძლა. მათ შორის იყო ქართული ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მარტის თვეში კინოთეატრ „ოდისე“-ში გაიმართა.

ამჯერად, კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის საბჭო მაყურებელს ქართული ფილმების კვირეულს ონლაინ სთავაზობს. 15 მაისის ჩათვლით მოცემულ ვებ გვერდზე შემდეგი ქართული ფილმების ნახვა იქნება შესაძლებელი:

  1. ლანა ღოღობერიძის “ოქროს ძაფი”
  2. ზაზა ხალვაშის “ნამე”
  3. ნუცა ალექსი-მესხიშვილის “კრედიტის ლიმიტი”
  4. ნინო ჟვანიას “აღლუმი”
  5. ლევან თუთბერიძის “მოირა”
  6. ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”
  7. დიმიტრი ცინცაძის “ჩაისუნთქე-ამოისუნთქე”
  8. სალომე ჯაშის “დაისის მიზიდულობა”
  9. რატი ონელის “მზის ქალაქი”