ელდარ შენგელაიას ახალ ფილმს მოსკოვის კინოფესტივალზე აჩვენებენ
ივნისი 20, 2017
დიდი ქართველი რეჟისორის ახალ ფილმს „სავარძელი” მოსკოვის 39-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ნახავენ. ფილმი სექციაში „ოსტატები” იქნება წარმოდგენილი. ჩვენება 28 ივნისს კინოთეატრ „ოქტიაბრში” გაიმართება. ფესტივალი მოსკოვში 22-29 ივნისს ტარდება.
აბსურდის სატირული ტრაგიკომედია არის გმირზე, რომელიც ძალაუფლებას კარგავს. არჩევნებში დამარცხების შემდეგ მინისტრის ცხოვრებაში სავარძელი ცოცხლდება და მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
სცენარის ავტორები არიან გიორგი ცხვედიანი და ელდარ შენგელაია.
ფილმში მონაწილეობენ: ნიკა თავაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ქეთი ასათიანი, ნატალია ჯუღელი, ნანა შონია, ვანო გოგიტიძე, ტრისტან სალარიძე, ვიტალი ხაზარაძე მერაბ გეგეჭკორი, ზუკა დარჯანია და სხვები.
პროდიუსერები: ნელი შენგელაია, ზურაბ მაღალაშვილი.
ოპერატორი: გორკა გომეს ანდრეუ.
კომპოზიტორი: იოსებ ბარდანაშვილი.
მხატვარი: გოგი მიქელაძე.
დეტალებისთვის იხილეთ ფესტივალის ბმული.