“ერთხელ ჰოლივუდში” – კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის პრემიერა
აგვისტო 14, 2019

კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში” პრემიერა, რომელსაც კულტურის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრნენ.

ღონისძიებას კინოთეატრი „ამირანი“ და ეროვნული კინოცენტრი მასპინძლობდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა 70-იანი წლების სტილი მოირგეს.

ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე თვის წინ შედგა. ჩვენების დასრულების შემდეგ აუდიტორიის აპლოდისმენტები 7 წუთის მანძილზე არ წყდებოდა. „ერთხელ ჰოლივუდში“ 1969 წელს ლოს-ანჟელესში განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები – ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი, დაკოტა ფანინგი, ალ პაჩინო და კურტ რასელი ასრულებენ.