ESoDoc არის სასწავლო ინიციატივაა მედია და კინო პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი დოკუმენტური და ახალი მედია პროექტების განვითარება; ინიციატივა ეკუთვნის ZeLIG-ს – დოკუმენტური, სატელევიზიო და თანამედროვე მედიის სკოლას ბოლცანოში, იტალიაში.
ყოველწლიურად ESoDoc 3 ეტაპად, 3 სხვადასხვა მასპინძელ ქვეყანაში ტარდება. პირველად ისტორიაში, მე-3 ეტაპი საქართველოს თანაორგანიზებით ტარდება, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე – ონლაინ ფორმატში.
ESoDoc – European Social Documentary in Georgia სესიების ორგანიზატორია Chai Khana, რომელიც ღონისძიებას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (GNFC), „ფრიტ ორდის ფონდისა“ (Fritt Ord Fund) და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს.
ESoDoc in Georgia 26 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით ტარდება და მოიცავს სხვადასხვა ტიპის სესიებს დოკუმენტალისტებისთვის: ლექციები, მასტერკლასები, ფილმის ჩვენება და იდეების წარდგენა და განხილვა. სესიების სია და ჩატარების დრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ პროგრამაში: https://bit.ly/esodoc_geo_
სესიებზე დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ამ ბმულზე: https://form.jotform.com/
ღია პროგრამის პარალელურად, მიმდინარეობს ორი პარალელური სამუშაო პროგრამა. 2020 წლის თებერვალში ეზოდოკის მიერ შერჩეული მონაწილეები, რომლებსაც ჩაი ხანას მიერ შერჩეული 4 ქართველი მონაწილე დაემატა, ფიჩინგის მოსამზადებელ ტრენინგების მესამე ეტაპს გაივლის. ასევე, სპეციალურად ქართველი რეჟისორებისთვის იმართება “იმფაქთ კამპანიის” ტრენინგი, რომლის მონაწილეები ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევიან. მონაწილეთა ვინაობა 23 ნოემბერს გახდება ცნობილი.