ეროვნული კინოცენტრი აქვეყნებს განცხადებას კონკურსების განრიგთან დაკავშირებით
თებერვალი 17, 2021

ეროვნული კინოცენტრი გთავაზობთ უკვე დადგენილი კონკურსების გამოცხადების გრაფიკს:

  • მოკლემეტრაჟიანი ფილმის წარმოება – 18 თებერვალი;
  • პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის წარმოება – 22 თებერვალი;
  • ანიმაციური ფილმის წარმოება – 24 თებერვალი;
  • დოკუმენტური ფილმის წარმოება – 1 მარტი;
  • სრულმეტრაჟიანი ფილმის წარმოება – 4 მარტი.

რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, როგორიცაა მცირებიუჯეტიანი ფილმის წარმოება, ერთობლივი ქართულ-უცხოური ფილმის წარმოება, პროექტების განვითარება, სცენარის შექმნა და დისტრიბუცია, მათი ჩატარების შესახებ კინოცენტრი გადაწყვეტილებას მიიღებს მოგვიანებით, სავარაუდოდ ჩამოთვლილი კონკურსების დასრულების შემდეგ და პანდემიით გამოწვეული სგანგებო ვითარების გათვალისწინებით.

აქვე გვსურს გაცნობოთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით 2021 წლიდან აუცილებელი ხდება კინოცენტრში აუდიტის დასკვნის წარმოდგენა ფილმის სრულ ბიუჯეტზე, რომელიც მოიცავს როგორც კინოცენტრის მიერ გამოყოფილ, ისე სხვა წყაროებიდან მოპოვებულ დაფინანსებას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აუდიტის ხარჯები ბიუჯეტის შედგენის დროს.