ეროვნული კინოცენტრი ახალ პროექტში მონაწილეობის მისაღებად კინომცოდნეებს იწვევს
იანვარი 24, 2017
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია კინომცოდნეების მიერ შეფასდეს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის მანძილზე შექმნილი ფილმები (სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური და ანიმაციური).
საუკეთესო რეცენზიები დაიბეჭდება ქართულ ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში, ხოლო 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოიცემა კრებულის სახით ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
ეროვნული კინოცენტრის მიერ ამ პროექტის შესახებ ინფორმირებულნი არიან მის ბაზაში არსებული მოქმედი კინომცოდნეები, მაგრამ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ პროფესიონალებსაც, რომლებსაც ადრე არ ქონიათ კინოცენტრთან კავშირი და არ არიან ბაზაში. მათ უნდა მოგვმართონ დასარეგისტრირებელად, ხოლო პროექტში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინონ CV და ერთი რეცენზია.
ეროვნული კინოცენტრის კოლეგია გაეცნობა წარმოდგენილ რეცენზიებს და მიიღებს გადაწყვეტილებას მათი პროექტში მონაწილეობის შესახებ.
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით
პროექტების დაფინანსების მენეჯერს მანანა სურაძეს.
ტელ: 2 999200
მობ; 577 553702; 599 553702
Email: m.suradze@gnfc.ge