ანესის საერთაშორისო კინოფესტივალის ქართულ ვირტუალურ სტენდზე წარსადგენად განაცხადების მიღება დაიწყო!
მაისი 15, 2021
საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია “საქანიმა“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშომლობით წარმოადგენს ქართული ანიმაციის ვირტუალურ სტენდს ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ანიმატორებს, ილუსტრატორებს, პროდიუსერებს, ანიმაციით დაინტერესებულ პროფესიონალებს, კომპანიებსა და სტუდენტებს ვთხოვთ ელექტონული ფოსტის შემდეგ მისამართზე saqanima@gmail.com მოგვაწოდონ:
- დოკუმენტი საქართველოს ანიმატორთა ასოციაცია “საქანიმა”-ში გაწევრიანების შესახებ. (ასოციაციაში გაწევრიანება უფასოა, აპლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ “საქანიმას” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე).
- საუკეთესო ნაწყვეტები თქვენს მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმიდან. ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 1 წუთი. (ფაილის გადაგზავნა უნდა მოხდეს WeTransfer-ის მეშვეობით. კომპანიის ლოგო შესაძლებელია განთავსდეს ვიდეოს მარჯვენა ზედა კუთხეში).
ქართული ანიმაციის ვირტუალურ სტენდზე ასევე წარმოდგენილი იქნება ანიმაციური ფილმების პროექტები და ილუსტრაციები.
მოთხოვნილი დოკუმენტაციის, ნამუშევრებისა და პროექტების (ინგლისურ ენაზე) გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 მაისი.
საკონტაქტო პირი: მარიამ კანდელაკი, “საქანიმას” დამფუძნებელი, რეჟისორი, პროდიუსერი.