
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და ჯიფონის კინოფესტივალი, იტალიაში, ჯიფონის კინოფესტივალზე გასამგზავრებლად აცხადებს კონკურსს მოზარდებისთვის +13 და +16 ასაკობრივ კატეგორიებში.
+16 ასაკობრივი კატეგორია: მოზარდები, დაბადებულები 2000 წლის 15 ივლისიდან 2002 წლის 31 ივლისამდე;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- კინოსფეროს გარკვეულ დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.
პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სპეციალურად შედგენილი ანკეტა, რომელიც განთავსებულია ეროვნული კინოცენტრის ვებ გვერდსა და Giffoni Georgia-ს Facebook-ის გვერდზე.
Giffoni Georgia-ს Facebook-ის გვერდი: www.facebook.com/GiffoniGeorgia
ანკეტა უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე.
ანკეტის შევსების ბოლო თარიღია 30 აპრილი, 2018.
მეორე ეტაპზე გადასული ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ კინოცენტრში გამართულ კინოჩვენებასა და დისკუსიაში. დიკუსიის საფუძველზე, კომისია შეარჩევს მოზარდებს, რომლებიც გაემგზავრებიან იტალიაში.
დისკუსია ჩატარდება კინოცენტრში, ინგლისურ ენაზე.
იტალიის ქალაქ ჯიფონიში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო საბავშვო ფესტივალი, სადაც ჟიურის წევრები არიან ბავშვები და მოზარდები. 3000-ზე მეტი ბავშვი სხვადასხვა ნომინაციებში უყურებს ფილმებს, მსჯელობს, განიხილავს და გამოავლენს საუკეთესოს. ჯიფონიში ჩასულ ბავშვებს მასპინძლობენ ადგილობრივი თანატოლების ოჯახები. სრული ინფორმაცია ფესტივალის შესახებ გთხოვთ იხილოთ: www.giffonifilmfestival.it
შენიშვნა:
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და ჯიფონის კინოფესტივალის იტალიური მხარე უზრუნველყოფენ შერჩეული მოზარდების ფესტივალზე დასწრებას, დაფარავენ ცხოვრების, კვების და იტალიის ტერიტორიაზე გადაადგილების ხარჯებს. მოსწავლეებმა უნდა დაფარონ ავიაბილეთებისა და საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული ხარჯები.