ეროვნული კინოცენტრი იწყებს განაცხადების მიღებას Platino Industria forum-ზე ქართველი პროდიუსერების დასწრების მიზნით!
ივლისი 20, 2021

27 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მადრიდში გაიმართება Platino Industria forum-ი. ეროვნული კინოცენტრისა და ესპანური ორგანიზაცია „ეხედას“ თანამშრომლობით, ფორუმზე დასასწრებად შეირჩევიან ესპანელი და ქართველი პროდიუსერები.

შერჩეული პროდიუსერები დაესწრებიან მადრიდში Platino Industria forum-ს, რამდენიმე თვის შემდეგ კი ესპანელი და ქართველი პროდიუსერების თანამშრომლობა თბილისში გაგრძელდება.

ღონისძიება მადრიდსა და თბილისში ხორციელდება ევროკავშირის პროგრამა EU4Business: Connecting Companies-ის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარება.

ფორუმის ფარგლებში კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით გაუზიარონ ერთმანეთს პროექტები, დაესწრონ B2B შეხვედრებსა და დაამყარონ ახალი კონტაქტები.

Platino Industria forum-ზე დასასწრებად ქართველი პროდიუსერებმა უნდა შეავსონ მოცემული განაცხადი და გამოაგზავნონ შემდეგ ელექტონულ ფოსტაზე 2021 წლის 2 აგვისტოს ჩათვლით: applications@gnfc.ge

სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს სახელწოდება Platino Industria forum, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.