ეროვნული კინოცენტრი კინემატოგრაფისტებთან სამუშაო შეხვედრებს აწყობს
თებერვალი 3, 2016
ეროვნული კინოცენტრი კინემატოგრაფისტებთან სამუშაო შეხვედრებს აწყობს. 
დღეს, 3 თებერვალს გამართული შეხვედრა სამთავრობო პროგრამის ახალი კომპონენტს “Cash Rebate” და ეროვნული კინოცენტრის კონკურსების რეგულაციების განხილვას დაეთმო.
სამუშაო შეხვედრას რეჟისორები და პროდიუსერები ესწრებოდნენ, რომელთაც თავიანთი მოსაზრებები გააცნეს კინოცენტრის დირექტორს ნანა ჯანელიძეს.
 
ეროვნული კინოცენტრი კინემატოგრაფისტებთან მჭიდროდ თანამშრომლობის მიზნით, სამომავლოდაც გეგმავს ასეთი შეხვედრების გამართვას.
მორიგი სამუშაო შეხვედრა ხვალ, 4 თებერვალს არის დაგეგმილი.