ეროვნული კინოცენტრი კინოჟურნალის მთავარი რედაქტორის შერჩევას იწყებს!
დეკემბერი 16, 2019

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იწყებს შერჩევას კინოჟურნალის მთავარი რედაქტორის პოზიციაზე.

განაცხადის შემოტანა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება კინოს სფეროში. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ  თავისი რეზიუმე და ჟურნალის კონცეპტუალური ხედვა.

მთავარი რედაქტორი შეირჩევა გასაუბრების შედეგად. ჟურნალი გამოვა წელიწადში ორჯერ. გვერდების მაქსიმალური რაოდენობა – 156.

ეროვნული კინოცენტრი გაიღებს ჟურნალის გამოცემასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრნულ მისამართზე 2020 წლის 20 იანვრამდე:

  • info@gnfc.ge
  • n.kanteladze@gnfc.ge