ეროვნული კინოცენტრი ჟურნალ “ფილმ პრინტის” პრეზენტაციას გამართავს
ივნისი 12, 2019

13 ივნისს, 18:00 საათზე, ბარში „პოლიტიკა“ (მის: აღმაშენებლის გამზირი #164) ეროვნული კინოცენტრი გამართავს ჟურნალ „ფილმ პრინტის“ ოცდამეორე ნომრის პრეზენტაციას.

„ფილმ პრინტის“ ახალი ნომერი აჯამებს 2018 წლის მნიშვნელოვან კინომოვლენებს. ჟურნალში მიმოხილულია წლის განმავლობაში ჩატარებული საერთაშორისო კინოფესტივალები და გამოქვეყნებულია რეცენზიები ახალ ქართულ ფილმებზე.

„ფილმ პრინტის“ ახალ ნომერში ასევე წაიკითხავთ საინტერესო ინტერვიუებს თემურ ბაბლუანთან, გიორგი შველიძესთან, გუგა კოტეტიშვილთან, დიტო ცინცაძესთან, ნინო ჟვანიასთან, ხათუნა ხუნდაძესთან, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილთან, მამუკა ტყეშელაშვილთან, ვილანდ შპეკთან, ლუკა ჩიქოვანთან და ა.შ.

„ფილმ პრინტის“ ახალი ნომრის რედაქტორია კინომცოდნე ლელა ოჩიაური.

ჟურნალის მიზანია ქართული კინოკულტურის პოპულარიზაცია, თანამედროვე კინოპროცესების გაცნობა ფართო აუდიტორიისათვის და კინოსექტორში მოღვაწე ადამიანების ინფორმირება მათი კოლეგების მიღწეევებისა და პროფესიული გეგმების შესახებ.

„ფილმ პრინტს“ ეროვნული კინოცენტრი 2011 წლიდან გამოსცემს. ჟურნალი უფასოდ ვრცელდება ლიტერატურულ კაფეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში.