ეროვნული კინოცენტრი ჟურნალ “კინ-O”-ს პირველი ნომრის პრეზენტაციას უმასპინძლებს
სექტემბერი 17, 2020
18 სექტემბერს, სასტუმრო “სტამბა”-ს ამფითეატრში ( მისამართი: კოსტავას #14 ) ეროვნული კინოცენტრი უმასპინძლებს ჟურნალ “კინ-O”-ს პირველი ნომრის პრეზენტაციას. ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება და მას მხოლოდ 100 სტუმარი დაესწრება.
“კინ-O” საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ერთადერთი პროფესიული ჟურნალია ქართულ კინემატოგრაფზე, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოვა. ჟურნალის მთავარი რედაქტორები არიან თეო ხატიაშვილი და გიორგი რაზმაძე.
“კინ-O”-ს პირველი ნომერი დროს მიეძღვნა – კინემატოგრაფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული პანდემიის უცნაური პერიოდით დამთავრებული, ჟურნალში დროის ფენომენს იკვლევენ – დროის, რომელიც ახლა უკვე არამხოლოდ კინოში, არამედ მსოფლიოშიც შენელდა.