ეროვნულ კინოცენტრში „ვაკის პარკის კინომოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 20, 2016
2016 წლის 15 სექტემბერს ეროვნულ კინოცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ეროვნული კინოცენტრის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და „ვაკის პარკის კინომოძრაობის” წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რომელიც ბოლო პერიოდში აქტუალური იყო.
სამუშაო შეხვედრის დასასრულს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც დამსწრეთათვის მისაღები აღმოჩნდა.
შეხვედრის შემდეგ მოკლე სატელევიზიო კომენტარები გაკეთდა როგორც ეროვნული კინოცენტრის, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და „ვაკის პარკის კინომოძრაობის” მხრიდან.
სამუშაო შეხვედრის შესახებ მომზადდა ოქმი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ შეხვედრის დეტალებსა და ეროვნული კინოცენტრის დირექტორის, ზურაბ მაღალაშვილის გადაწყვეტილებას.
იხილეთ ბრძანება “სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისიის წევრთა კანდიდატების შერჩევის პროცედურის აღწერილობის დამტკიცების თაობაზე” სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 24 მაისის N85 ბრძანების ძალდაკარგულად გამოცხადების თაობაზე.