ვაშინგტონში Georgian Contemporary Film Festival გაიმართება
ოქტომბერი 26, 2018

13-16 ნოემბერს ვაშინგტონში Georgian Contemporary Film Festival გაიმართება.

ფესტივალს საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი ერთობლივად წარმოადგენენ.
ერთი კვირის მანძილძე ვაშინგტონი 6 ქართული ფილმის ჩვენებას და ფილმების ავტორებთან დისკუსიას უმასპინძლებს.
ნაჩვენები იქნება შემდეგი ქართული ფილმები:
  1. “ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები: ნანა & სიმონი)
  2. “არა, მეგობარო” (რეჟისორი: გიო მგელაძე)
  3. “დედე” (რეჟისორი: მარიამ ხაჭვანი)
  4. “სხვისი სახლი” (რეჟისორი: რუსუდან გლურჯიძე)
  5. “საშიში დედა” (რეჟისორი: ანა ურუშაძე)
  6. “შემთხვევითი პაემნები” (რეჟისორი ლევან კოღუაშვილი)
ფილმის ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია!