ვორკშოპი კინოდოკუმენტალისტებისთვის – “სოციალური ცვლილების სტრატეგია შენი დოკუმენტური ფილმისთვის”
ნოემბერი 9, 2020

თუ ხართ ქართველი კინოდოკუმენტალისტი, იღებთ ფილმს მწვავე სოციალურ თემაზე და გაინტერესებთ ქმედითი კამპანიის დაგეგმვა ცვლილებებისთვის, ეს 3-დღიანი ვორქშოპი უნიკალური საშუალებაა უფრო მეტი გაიგოთ ფილმის სოციალური გავლენის გაზრდის შესაძლებლობებზე.

საუკეთესო მაგალითებზე დაყრდნობით, ვორკშოპი რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხება: როგორ უნდა გამოიყენო დოკუმენტური ფილმი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებებისთვის; როგორ უნდა იპოვო სწორი პარტნიორები და გავრცელების ახალი გზები; ვინ არის და რას აკეთებს “იმპაქთ” პროდიუსერი. პარალელურად, მონაწილეები მიიღებენ რჩევებს და რეკომენდაციებს თავიანთი ფილმის პროექტისთვის შესაფერისი სტრატეგიის შესამუშავებლად.

ვორკშოპის ბოლოს, მონაწილეები წარადგენენ საკუთარი სტრატეგიის სამუშაო ვერსიას და მიიღებენ ცნობილი ექსპერტების შეფასებებს. ვორკშოპი გაიმართება ონლაინ, ESoDoc-ის (ევროპული სოციალური დოკუმენტური ფილმის) ფარგლებში.

საქართველოში მინისესიების ორგანიზატორია Chai Khana, რომელიც ღონისძიებას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (GNFC), „ფრიტ ორდის ფონდისა“ (Fritt Ord Fund) და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ატარებს. ვორკშოპს გაუძღვება სარა მოსესი, ბრიტანელი “იმპაქთ” პროდიუსერი და Together Films-ის დამფუძნებელი. ის მუშაობს დოკუმენტური ფილმების დაფინანსების ახალ წყაროებზე, რომლებიც დასახული მიზნების მიღწევასა და შედეგების გაუმჯობესებას ემსახურება. ასევე, ცდილობს დოკუმენტური ფილმების გავრცელების არეალის გაფართოებას. ის მონაწილეებს თავის „12 ნაბიჯს“ გაუზიარებს, რაც თითოეულ მათგანს დაეხმარება სწორი სტრატეგია შეიმუშაოს და საკუთარი ნამუშევრის სოციალური გავლენა გაზარდოს.

საუკეთესო პროექტი მიიღებს Chai Khana-ს და მისი პარტნიორების ფინანსურ მხარდაჭერას.

ვორკშოპის თარიღი: 29,30 ნოემბერი, 2 დეკემბერი (2020)

  • 29 ნოემბერი

ვორკშოპის წარდგენა
13:00 – 15:00
ჯგუფური სამუშაო
16:00 – 19:00

  • 30 ნოემბერი

ჯგუფური სამუშაო სესია 1
12:00- 14:30
ჯგუფური სამუშაო სესია 2
16:00 – 18:30

  • 2 დეკემბერი

პრეზენტაცია
12:00 – 14:00

საათი მითითებულია საქართველოს დროით (GMT+4).
ვორკშოპის ენა: ინგლისური
მისამართი: www.zoom.us
წამყვანი: სარა მოსესი – Together Films (UK)

აპლიკაციის გაგზავნის დედლაინი: 20 ნოემბერი, 2020
შერჩეული კანდიდატები პასუხს 22 ნოემბერს მიიღებენ.

მონაწილეები ESoDoc-ის ორგანიზებულ სხვა ღონისძიებებზე დასწრებასაც შეძლებენ, რომლებიც 26 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე გაიმართება (აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია).

ESoDoc არის სასწავლო ინიციატივა, რომელიც ZeLIG-ს – დოკუმენტური, სატელევიზიო და თანამედროვე მედიის სკოლას ეკუთვნის და ბოლცანოში, იტალიაში მდებარეობს.
ESoDoc ეძებს იმ მონაწილეებს, ვისაც ამბის გადმოცემის უნარის გაუმჯობესება სურთ, რათა საკუთარი იდეები ორიგინალურ და შთამაგონებელ სიუჟეტებად გარდაქმნან და ამით ჩვენს საზოგადოებას ცვლილებები მოუტანონ.

შეავსე აპლიკაცია