ვორქშოპი ქალი დოკუმენტალისტებისთვის
აგვისტო 13, 2015

შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით და “საქდოკ ფილმის” ორგანიზებით ტარდება ტრენინგი ქალი დოკუმენტალისტებისთვის, რომლის მიზანია, დოკუმენტალისტი ქალების ხელშეწყობა და მხარდაჭერა მათი პროექტების/იდეების განხორციელბისათვის.

ტრენინგს წარუძღვებიან  შვედი რეჟისორები კარინ ეკბერგი და იოჰანა ბერნჰარდსონი.

ორდღიანი ვორქშოპი ჩატარდება კინოფესტივალ სინედოკის ფარგლებში 19-20 ოქტომბერს.
 
ვორქშოპში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილი.

პროექტების მიღების ბოლო ვადა: 25 სექტემბერი