ზაზა ხალვაშის ფილმი "სოლომონი" თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში
აპრილი 12, 2016
ზაზა ხალვაშის ფილმი “სოლომონი” თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.
ფილმი მოგვითხრობს უცნობ, ნიჭიერ მუსიკოსზე, რომელიც ცდილობს თავისი შემოქმედებით საქართველოს ერთ-ერთ პროვინციულ, შავიზღვისპირა ქალაქში თავისი ადგილის დამკვიდრებას.
“სოლომონი” 2015 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქართულ ფილმად აღიარეს.
თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალი 20 – 25 აპრილს გაიმართება.