თბილისის ინდუსტრიული დღეები 2014
ნოემბერი 11, 2014

3-5 დეკემბერი

 

 

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მოხარულია გაცნობოთ ინდუსტრიული დღეების პირველი გამოშვების გახსნის შესახებ.

 
ქართულ კინოში ბოლო წლებში საგრძნობი გამოცოცხლება შეინიშნება, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებზე მიღებული პრიზებიც მოწმობს.

მხოლოდ 2014 წელს ათი ქართული ფილმი აჩვენეს მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე ბერლინში, ვენეციაში, სტოკჰოლმში, ჩიკაგოში და ა.შ. ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი სპეციალურ რეტროსპექტივას ატარებს ქართული კინოს შესახებ, ბუსანის საერთაშორისო კინოფესტივალმა ( სამხრეთ კორეა) კი ქართველ ქალ რეჟისორებს სპეციალური სექცია მიუძღვნა.

 
ამ ფონზე, ვფიქრობთ დროა გავაფართოვოთ ჩვენი ინდუსტრიული პროგრამა და ფესტივალი ვაქციოთ ერთგვარ პლატფორმად კინოპროფესიონალებისთვის სამხრეთ კავკასიასა და მის ფარგლებს გარეთ. გეპატიჟებით ინდუსტრიულ შეხვედრებზე, სადაც თქვენ შეძლებთ:

მიიღოთ უახლესი ინფორმაცია სწრაფადგანვითარებადი ქართული კინოინდუსტრიის შესახებ: შეხვდეთ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს, გაეცნოთ საქართველოში გადაღებისა და კო-პროდუქციის შესაძლებლობებს.

 
შეხვდეთ რეგიონალურ და საერთაშორისო კინოპროფესიონალებს ჩვენს ყოველდღიურ ღონისძიებებზე და ისიამოვნოთ ქართული სტუმართმოყვარეობით.

განიხილოთ თემატური საკითხები სტუმრებთან და ახალგაზდა ტალანტებთან ერთად პანელ-დისკუსიებზე.

 
ასევე, გიწვევთ ფილმების ჩვენებებზე, სპეციალურ ღონისძიებებსა და დისკუსიებზე, რომლებიც ფესტივალის ფარგლებში გაიმართება .

რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: office@tbilisifilmfestival.ge , სათაური- “Industry Days”.

ფესტივალისა და პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი ვებგვერდი: www.tbilisifilmfestival.ge

 
პროგრამა
 
 
 
ოთხშაბათი, 3 დეკემბერი
  • 10 ახალი ქართული ფილმის პროექტის ფიჩინგის სესია: პრეზენტაციას საერთაშორისო ჟიური შეაფასებს, გამარჯვებული პროექტი 3000 ლარით დაჯილდოვდება. პრიზი ქართული კინოს განვითარების ფონდმა დააწესა. ჟიურის თავმჯდომარე თურქი პროდუსერი ზეინეპ ატაკანი იქნება (ნური ბილგე ჯეილანის „ ზამთრის ძილი”). ფიჩინგ ტრენინგს მედიენბორდ ბერლინ-ბრანდერბურგის წარმომადგენელი ბრიგიტე მანთაი გაუძღვება (გერმანია).
  • საერთაშორისო კო-პროდუქციის შეხვედრები:

საერთაშორისო და რეგიონალურ პროდიუსერებსა და რეჟისორებს ექნებათ შანსი შეხვდნენ ერთმანეთს სასიამოვნო გარემოში და ესაუბრონ საკუთარ პროექტებზე, განიხილონ თანამშრომლობა. შესაძლებელია დაიგეგმოს პერსონალური შეხვედრებიც.

  • საუკეთესო ფიჩინგის დაჯილდოების ცერემონია
  • საღამოს კოქტეილი

ხუთშაბათი, 4 დეკემბერი

  •  პრეზენტაცია საერთაშორისო კინოპროფესიონალებისთვის: კინოს გადაღება საქართველოში (დაფინანსების შესაძლებლობები და ლოჯისტიკა- საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი).
  •  პრეზენტაცია საქართველოში გადაღების შესახებ: როგორ დავაზღვიოთ კინოწარმოება.
  •  პანელ-დისკუსიები
  •  საღამოს კოქტეილი
  • პარასკევი 5 დეკემბერი
  • ქართული რეგიონალური კინოს კონფერენცია: რეგიონალური კინოთეატრებისა და კინოჩვენებების ქსელის შექმნა, როგორც პირველი ნაბიჯი ქართული კინო ბაზრის აღორძინებისთვის.
  •  პანელ დისკუსიები
  •  საღამოს კოქტეილი
 
ფესტივალის შესახებ:
 

 
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა და ის ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენაა საქართველოში. ფესტივალი ყოველწლიურად, დეკემბრის დასაწყისში იმართება და მისი ორგანიზატორი კინოხელოვნების ცენტრი პროემეთეა. ფესტივალი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა წარმოგიდგენთ საუკეთესო თანამედროვე ფილმებს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით.