თბილისი საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი 30 ოქტომბერს გაიხსნება
ოქტომბერი 27, 2021
30 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი ფილმ The Crossing-ის ჩვენებით გაიხსნება. The Crossing მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმია, რომელიც საფრანგეთი-ჩეხეთი-გერმანიის კოპროდუქციაა.
კინოფესტივალის წლევანდელი გამოშვებისთვის შეირჩა 190-ზე მეტი ფილმი 46 ქვეყნიდან. ფილმების ჩვენების გარდა, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ციფრული ვიზუალური ხელოვნების გამოფენა Tbilisi Digital Art Exhibition და მასტერკლასები.
თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალი მეოთხედ ტარდება. წელს ფესტივალის ყველა ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია კოვიდ რეგუალციების მკაცრი დაცვით.
ფესტივალის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე:  https://m.facebook.com/events/275338671155881?view=permalink&id=276505004372581