თბილისში უკრაინული კინოს ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ იწყება
მაისი 1, 2019

2019 წლის 2 მაისს თბილისი უკრაინული კინოს დღეების საზეიმო გახსნას უმასპინძლებს. ფესტივალის “უკრაინა ფოკუსში” ფარგლებში თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ (კოსტავას ქუჩა # 36/1) 2-დან 5 მაისამდე მოხდება (ორიგინალ ენაზე, ინგლისური და ქართული სუბტიტრებით).

ფესტივალი 2 მაისს, 20:00 საათზე, რეჟისორ იაროსლავ ლოდიგინის ფილმის “ველური მდელო” (2018) ჩვენებით გაიხსნება, 3-5 მაისს კი წარმოდგენილი იქნება შემდეგი კინოფილმები: „კარიბჭე“ (მხატვრული ფილმი, რეჟისორი ვოლოდიმერ ტიხი, 2017 წელი), “ვულკანი” (მხატვრული ფილმი, რეჟისორი ტომან ბონდარჩუკი, 2018
წელი), კინოკომედია „ჩვენი დროის გმირი“ (რეჟისორი ანტონინა ნოიაბროვა, 2018 წელი, „როცა ხეები ეცემა“ (რეჟისორი მარუსია ნიკიტიუკი).

4 მაისს, 19:00 საათზე, “უკრაინა ფოკუსში” მაყურებელს ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამას შესთავაზებს. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ფილმები ბავშვთა აუდიტორიისათვის – „წმ. ნიკოლოზის თავგადასავალი“ (რეჟისორი სემიონ გოროვი, 2018) და „მორშინოს 11 ბავშვი“ (რეჟისორი არკადი ნეპიტალუკი, 2019).

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდებზე: kinoafisha.ge, biletebi.ge და tkt.ge სიმბოლურ ფასად – 1 ლარად. რეკომენდირებულია ბილეთების წინასწარ შეძენა.

მთავარი პროგრამის პარალელურად გაიმართება ვორქშოპი ბავშვებისთვის სამსახიობო ხელოვნების შესახებ, რომელსაც გაუძღვებიან ცნობილი უკრაინელი მსახიობები ირმა ვიტოვსკაია და დარია პოლუნინა. ღონისძიება გაიმართება 4 მაიის, 14:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანში”. ბავშვებს, ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა ექნებათ შეაბიჯონ კინოს ჯადოსნურ სამყაროში და გაეცნონ მსახიობის პროფესიას.


ღონისძიების ორგნიზატორის – მარია მოსკალენკოს კომენტარი: „უკრაინული კინოს ფესტივალის უკვე მეხუთედ იმართება თბილისში და ყოველ ჯერზე ამ არაორდინარულ მოვლენას სხვადსახვა ასაკისა და ეროვნების კინომოყვარულები სტუმრობენ. წელს ფესტივალის პროგრამაში შევიდა სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე
კინოფილმები და იმედს გამოვთქვამთ, რომ თითოეული მაყურებელი შეძლებს მისთვის საინტერესო ჩვენებაზე დასწრებას, შეაღწევს უკრაინული კინოს სამყაროში და ფესტივალიდან წაიღებს რაღაც განსაკუთრებულს“.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანია FX Film Georgia და JS Films.
ღონისძიება გაიმართება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კინოს საკითხებში
უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, თბილისის
მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, ასევე ოდესის საერთაშორისო
კონოფესტივალის მხარდაჭერით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველო:

FX FILM Georgia, მარია მოსკალენკო, +995 599003347, mariya.fxfilm@gmail.com

უკრაინა:

JS FILMS, Юлія Сінькевич, +380 667386741