ინდუსტრიული პლატფორმა "ალტერნატიული ტალღა" აპლიკაციების მიღებას იწყებს
ივნისი 5, 2017
ინდუსტრიული პლატფორმა “ალტერნატიული ტალღა” 2017 წლის გამოშვებისთვის აპლიკაციების მიღებას იწყებს.
შერჩეულ მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა ექსპერტების დახმარებით განავითარონ პროექტები შემდეგი მიმართულებებით:
  • სცენარის განვითარება
  • კოპროდუქციის სტრატეგია
  • დაფინანსების სტრატეგია
  • საფესტივალო სტრატეგია
  • დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია
“ალტერნატიული ტალღა” 2017 კინოინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე საუკეთესო პროექტებს გამოავლენს.
 
განაცხადის გასაკეთებლად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტები (ქართულ ენაზე):
  1. ფილმის სცენარი
  2. ფილმის სინოფსისი
  3. რეჟისორის ხედვა
  4. პროდიუსერის მოტივაცია
  5. რეჟისორის ბიო-ფილმოგრაფია
  6. პროდიუსერის ბიო-ფილმოგრაფია.
  7. ფილმის ბიუჯეტი.
  8. ფილმის ფინანსური გეგმა.
“ალტერნატიული ტალღა” გაიმართება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 2017 წლის 20-24 სექტებმბერს, ბათუმში. 
შერჩეული პროექტების ავტორებიდან ინდუსტრიულ პლატფორმაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება ორი წარმომადგენელი (რეჟისორი და პროდიუსერი). “ალტერნატიული ტალღა” დაფარავს მონაწილეების სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯებს.
პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა 2017 წლის პირველი აგვისტო.
მონაწილეებთან ერთად, ინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ მოწვეული სპეციალისტების ღია ლექციებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ: 
awbiaff@gmail.com
თინათინ ყაჯრიშვილი – 597202550
ლაშა ხალვაში – 595926206