კეკო ჭელიძის ფილმ “მკვდარი სულების არდადეგები”-ს მსოფლიო პრემიერა შედგება საერთაშორისო კინოფესტივალზე Hot Docs​
აპრილი 14, 2020

კეკო ჭელიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “მკვდარი სულების არდადეგები” წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო კინოფესტივალზე Hot Docs​. ფილმს აჩვენებენ სპეციალურ სექციაში  ​The Changing Face of Europe​.

“მკვდარი სულების არდადეგები” საპროდიუსერო კომპანია Parachute Films-ის პირველი დასრულებული ფილმია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი მოგვითხრობს 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული სცენის გამორჩეული მუსიკოსის – ლევან სვანიძის შესახებ, რომელიც გარეუბანში ხანდაზმულ დედასთან ერთად ცხოვრობს. ლევანი ცდილობს გაუმკლავდეს ყოფით პრობლემებს და დაიბრუნოს წარსული წარმატება.

შემოქმედებითი ჯგუფი:

  • მონაწილეობენ: ლევან სვანიძე, ლამარა სვანიძე, ინგა მღებრიშვილი, გია თოიძე
  • რეჟისორი: კეკო ჭელიძე
  • იდეის ავტორები: კეკო ჭელიძე, კოტე კალანდაძე
  • პროდიუსერები: კოტე კალანდაძე, ელენე მარგველაშვილი
  • საპროდიუსერო კომპანია: ​Parachute Films
  • ოპერატორი: კოტე კალანდაძე
  • მონტაჟი: კოტე კალანდაძე, კეკო ჭელიძე, ელენე ასათიანი
  • ხმა: კოტე კალანდაძე, ნიკა ფანიაშვილი
  • ფერების კორექცია: ლევან კუხაშვილი
  • მუსიკა: ლევან სვანიძე, გია თოიძე

თიზერი​ – ​https://vimeo.com/393296880

მოკლე თიზერი 1​ – ​https://vimeo.com/393297056

მოკლე თიზერი 2​ – ​https://vimeo.com/393296926

Hot Docs დოკუმენტური ფილმების ყველაზე დიდი ფესტივალია ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი დოკუმენტური კინოფესტივალების ათეულში შედის. იგი ყოველწლიურად ტორონტოში იმართება და 200-მდე ფილმს სთავაზობს 200,000-ზე მეტ მაყურებელს მთელი მსოფლიოდან. ასევე, “მკვდარი სულების არდადეგები” წარდგენილია ფესტივალის მაყურებლის ჯილდოზე.

ფილმის პრემიერა საქართველოში 2020 წლის ბოლოს იგეგმება.