ქართულ საბავშვო წიგნზე დაფუძნებული ანიმაციურიფილმის პროექტის განვითარების
დაფინანსების კონკურსის პირობები
კონკურსის მიზანი
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ქართულ საბავშვო წიგნზედაფუძნებული ანიმაციური ფილმის პროექტის
განვითარების დაფინანსება.
2015 წლის 30 ივნისს ცხადდება კონკურსი ქართულ საბავშვო წიგნზედაფუძნებული ანიმაციური ფილმის პროექტის
განვითარებაზე.
კონკურსი
ითვალისწინებს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების (4-7 წთ) პროექტების
განვითარებას.
უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
საექსპერტო კომისიაში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს
პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს გადასახადის გადამხდელი, როგორც
ფიზიკური ასევე იურიდიული პირი.
ბიუჯეტი
კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს
30000 ლარს. დაფინანსდება 3 პროექტი, თითო პროექტი დაფინანსდება 10000
ლარით.
კონკურსის ტურები
კონკურსი ტარდება ორ ტურად.
პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ
პროექტებს და აფასებენ დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.
კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.
მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.
პროექტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.
მეორე ტური გულისხმობს პროექტის პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.
მეორე ტურის შედეგად კომისიის წევრები აფასებენ პროექტის პრეზენტაციას და წერენ შესაბამის ქულას.
სავალდებულო საკონკურსო
დოკუმენტაცია
1.აპლიკაცია (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);
2.იურიდიული პირებისათვის წესდების ასლი, ამონაწერი (სავალდებულოა განახლებული) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ფიზიკური პირისთვის პირადობის მოწმობის ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ან საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა
(სავალდებულოა განახლებული); - ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის
შესახებ; - პროდიუსერის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი
არსებობს); - ფილმის ავტორთა და ჯგუფის წევრების
(მხატვარი,ანიმატორი) ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები; - რეჟისორის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი
არსებობს); - ხელშეკრულება საავტორო უფლებების მფლობელსა და
პროდიუსერს შორის წიგნის გადამუშავების უფლების მოპოვების თაობაზე და
ანიმაციური ფილმის დამზადებაზე; - ხელშეკრულება პროდიუსერსა და ავტორს შორის
სცენარის შექმნის თაობაზე; - პროდიუსერი/ რეჟისორის ხედვა წიგნის სიუჟეტური
ხაზისა და ილუსტრაციის განვითარებაზე; - ლოგლაინი;
- ფილმის მოკლე სინოფსისი 1 გვერდამდე, ქართულად
და ინგლისურად (სავალდებულოა); - მთავარი გმირის ესკიზები 4 კუთხით: წინხედი,
გვერდხედი, გვერდხედი ¾, ზურგხედი; - ძირითადი ფონები – მინიმუმ 2 (ფერში);
- პროექტის განვითარების ბიუჯეტი;
- საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების
გრაფიკი); - გამოცემული წიგნის 1 ეგზემპლარი ან ელექტრო
წიგნის შემთხვევაში მისი ლინკი.
წარმოსადგენი
დოკუმენტაციიის რაოდენობა
დოკუმენტაცია
წარმოდგენილი უნდა იქნას 4 ეგზემპლარად და 1 ცალად ელექტრონული ვერსიის სახით;
ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.
განვითარებული პროექტი
გამარჯვებული პროექტის
ავტორები ვალდებულები არიან ბეჭდური და ელექტრონული ვერსიის სახით, არა უგვიანეს
2015 წლის 10 დეკემბრისა კინოცენტრს ჩააბარონ:
1.ვიდეო სთორიბორდი (კადრირება) რეალურ
დროში; დიალოგების შემთხვევაში მინიმუმ ერთი ხმით გახმოვანებული (სამუშაო ვერსია,
არა საბოლოო გახმოვანება) (voice
over);
2. ლოგლაინი;
3. სინოფსისი;
4. განვითარებული სცენარი;
5. სავარაუდო მუსიკალური ფრაგმენტები;
6. ყველა მოქმედი გმირის ესკიზები 4
კუთხიდან: წინხედი, გვერდხედი, გვერდხედი ¾, ზურგხედი;
7. ფილმში გამოყენებული ნივთების
ესკიზები;
8. ყველა ფონები ფერში;
9. მომავალი ფილმის ბიუჯეტი.
ვადა
პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა: 2015 წლის 14 აგვისტო, 17:00 სთ.
2015 წლის 17 აგვისტომდე კინოცენტრი შეამოწმებს შემოტანილ დოკუმენტაციას და იმ პროდიუსერებს, რომელთა პროექტები არ დააკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს უფლებას აძლევს გამოასწორონ ხარვეზი და 2015 წლის 19აგვისტომდე შემოიტანონ შესწორებული პროექტები.
შეზღუდვები
ეროვნულიკინოცენტრი არმიიღებს იმპროდიუსერთა პროექტებს,რომელთა ავტორებმა(პროდიუსერი დარეჟისორი), ვერშეასრულეს ეროვნულიკინოცენტრის წინაშეაღებული ვალდებულება (არიგულისხმებიან ისპროდიუსერები, რომელთაცფილმის დასრულებისვადა აქვთგაგრძელებული). აგრეთვე კინოცენტრი არმიიღებს იმ რეჟისორთა პროექტებს, ვისაც მოპოვებული აქვთ დაფინანსება და ფილმის წარმოებისპროცესში არიან.
არშეიძლება ერთიდა იგივეპროექტი მონაწილეობდესკინოცენტრის მიერგამოცხადებულ ერთდროულადმიმდინარე სხვადასხვაკონკურსში.
ყურადღება!
ეროვნული კინოცენტრი კონკურსიის მონაწილეებს მოგმართავთ თხოვნით,დაიცვათეთიკის ნორმები საექსპერტოკომისიისწევრებისადა კინოცენტრის თანამშრომლებისმიმართდა პატივი სცეთ ჟიურის გადაწყვეტილებას.
გაურკვევლობისთავიდან ასაცილებლადმნიშვნელოვანია კონსულტაციებისგავლა. კონსულტაციებიჩატარდება ეროვნულკინოცენტრში.
მისამართზე: ზ. გამსახურდიასსანაპირო #4 – ში,
ტელ: +995 32 2 999 200; +995 32 2 999 102;
საკონტაქტო პირები: ნინო კუხალაშვილი (იურიდიული ასპექტები)
ტელეფონი: +995
577 955 250
ელ. ფოსტა: n.kukhalashvili@gnfc.ge
მანანა მელაძე (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: +995
577 40 75 39
ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge
სალომე დანელია (წარმოება და ფინანსები)
ტელეფონი: +995 599
85 07 81
ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge
საექსპერტო კომისიის სხდომები გაიმართება 27-31 აგვისტოს.
დამატებითი ინფორმაცია:
2,3,5 სექტემბერსგამარჯვებული კონკურსანტებისთვის ნიქოზის
ფესტივალის ფარგლებში სპეციალურად პროექტისთვის მოწვეულია HahnFilm-ის წარმომადგენელი მარკ მეიერი (Mark Meyer)http://www.marcxmeyer.de/Marc%20Meyer%20Web%20Site/Selbst_files/MarcMeyer_vita07.pdf, რომელიც ჩაატარებს ვორქშოფს საბავშვო წიგნის საფუძველზე შექმნილი
სცენარის განვითარებაზე.
მხატვარი პროექტის დიზაინთან დაკავშირებით ჩაატარებს ვორქშოფს.