კინოჩვენებები ეროვნული არქივის კინოდარბაზში
მაისი 15, 2019

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით 16-19 მაისს ეროვნული არქივის კინოდარბაზში კინოჩვენებები გაიმართება.

ღონისძებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი და ეროვნული არქივი ერთობლივად წარმოადგენენ.

ფილმები შემდეგი პროგრამით იქნება ნაჩვენები:

16 მაისი, 18:00 საათი

  • „ამბროსი ხელაია“ – რეჟისორი ლევან ახობაძე (37 წთ.)
  • „გაბრიელ ქიქოძე“ – საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ (26 წთ)
  • „გრიგოლ ფერაძე“ – საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება (24 წთ.)

 17 მაისი, 18:00 საათი 

  • „ექვთიმე“ – რეჟისორი ანდრო ჭიაურელი (80 წთ.)

 18 მაისი, 17:00 საათი

  • „ღირს არს ჭეშმარიტად“ – რეჟისორი ოთარ ლითანიშვილი (55 წთ.)

19 მაისი, 17:00 საათი

  • „პონტო, შავი, შავი ზღვა“ – რეჟისორი ბეგიაშვილი (14 წთ.)
  • „გალობის რაინდები“ – რეჟისორი ნანა ჯანელიძე – (45 წთ.)

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია!