კინოცენტრის პროექტით „კინო სკოლაში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები დაინტერესდნენ
ოქტომბერი 24, 2014
23-24 ოქტომბერს კიევში კინოცენტრის პროექტის „კინო სკოლაში” პრეზენტაცია კულტურის
პოლიტიკის კონფერენციაზე გაიმართება.
კონფერენცია უკრაინის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით
აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eastern Partnership) მეოთხე პლათფორმის ფარგლებში
იმართება. პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე ჩაატარებს კინოცენტრის დირექტორის მოადგილე
– გიორგი ხაბაშვილი.
მოწვევა კინოცენტრში ევროკომისიიდან მოვიდა. პროექტით ევროკავშირი
დაინტერესდა და გამოცდილების გაზიარება ქართულ მხარეს თხოვა. პროექტი „კინო სკოლაში”,
რომელიც საქართველოს 5 რეგიონის 40 სკოლაში მეორე სემესტრია წარმატებით მიმდინარეობს,
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პოლიტიკის კონცეფციის კონტექსტში განიხილება.