კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა
ოქტომბერი 2, 2019
წელს უკვე მეცხრედ გაიმართა კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს თვალი”. ფესტივალი 27 სექტემბერს დაიხურა. საზეიმო ცერემონიაზე საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლენა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი – კარლ რასმუსენი „გაბე“ (შვედეთი)
- საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი – გიორგი ძოწენიძე „ზაატარის ლტოლვილთა
ბანაკი“ (საქართველო) - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ოპერატორული ნამუშევარი – ილია კონდრატიევი
„დაბნელებამდე: ნოველა 2 ძველი სახლი“ ( რუსეთი) - საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი – იშტვან ბალაში „კასტინგი“ ( უნგრეთი)
- გრან პრი – იშტვან ბალაში „კასტინგი“ ( უნგრეთი)
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებები და ტრადიციულად
გაიმართა სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი კომპანიები: Sony, Panasonic, Canon, RTS, Broadstream, VSN, LiveU, Ross
Video, Vitec, Etere, Manfrotto, Telestream, Deva, AVB, Videoscope, Chyronhego.
ფესტივალის მხარდამჭერია ეროვნული კინოცენტრი.