ეროვნული კინოცენტრი პროექტის „კინო სკოლაში” ახალ სეზონს
იწყებს. ამასთან დაკავშირებით 4 აპრილს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და
ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილე ლია გიგაური და ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი დაესწრნენ.
“კინო სკოლაში“კინოგანათლების პოპულარიზაციაზე ორიენტირებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში კრიტიკული აზროვნების და შემოქმედებითი უნარებისგანვითარებას. პროექტი 4-ე წელია მიმდინარეობსდა იგი ყოველ სეზონზესიახლეს სთავაზობს კინოსკოლელებს. წელს„კინო სკოლაში” აქტიურად ითანამშრომლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს„თავისუფალი გაკვეთილების” პროგრამასთან,რაც გულისხმობს იმას, რომ კინოჩვენებებსადა დისკუსიებს კინოსპეციალისტებთან ერთად სკოლისპედაგოგებიც ჩაატარებენ.
პროექტში„კინო სკოლაში” ჩართული კინოსპეციალისტები კოორდინაციას გაუწევენ და დაეხმარებიან სკოლისპედაგოგებს შეიძინონ შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა პროექტის დასრულებისშემდეგ სკოლებში განჩდეს კომპეტენტური კადრები, რომლებიც დამოუკიდებლად გააგრძელებენ საქმიანობას, სკოლებში ჩამოაყალიბებენ კინო–კლუბებს დაიზრუნებენ მოზარდების კულტურულ
პროექტი„კინო სკოლაში” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისმხარდაჭერით მიმდინარეობს. ამჟამად პროექტში ჩართულია 217 სკოლა და საქართველოს ყველარეგიონი, მათ შორის საოკუპაციოხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები.