კრეატიული სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის 2015 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსი
სექტემბერი 25, 2015
2015 წლის 25 სექტემბერს ცხადდება კონკურსი სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტის განვითარების დაფინანსების მიზნით.
კონკურსი ითვალისწინებს სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების (52 წთ-ზე მეტი ხანგრძლივობის) და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების (52 წთ-მდე ხანგრძლივობის) პროექტების განვითარებას.
ვადები
პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა: 2015 წლის 30 ოქტომბერი, 17:00 სთ.