ლანა ღოღობერიძე და ნუცა ალექსი-მესხიშვილი მიანმარის კინომემკვიდრეობის ფესტივალიდან დაბრუნდნენ
ივნისი 11, 2015

ლანა ღოღობერიძისა და ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმები მიანმარის კინომემკვიდრეობის ფესტივალზე (Memory Film Festival) აჩვენეს. საფესტივალო ჩვენებებს  ქართველი რეჟისორები თავად ესწრებოდნენ.  ფესტივალის 50 ფილმს შორის იყო ლანა ღოღობერიძის „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” და ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი”, ასევე  ნუცა ღოღობერიძის ფილმი „ბუბა”. კინომემკვიდრეობის ცნობილ ფესტივალზე საქართველო ერთი ოჯახის რეჟისორთა სამმა თაობამ წარადგინა.

Memory Film Festival – კინომემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალია აზიაში, რომელიც წელს ქალებს მიეძღვნა. მსოფლიო კინოსამყაროს არაერთ ცნობილ წარმომადგენელთან ერთად ფესტივალს სპეციალური სტუმრის რანგში ფრანგული კინოს ვარსკვლავი – კატრინ დენევი ესწრებოდა.

Memory Film Festival მიანმარში 28 ივნისს გაიხსნა და 7 ივლისს გრანდიოზული საზეიმო ცერემონიით დაიხურა.