ლევან კოღუაშვილმა ჰუბერტ ბალსის ფონდის დაფინანსება მოიპოვა
მაისი 21, 2019

ლევან კოღუაშვილის მხატვრული ფილმის პროექტმა “გურია” (თხილი) სცენარის განვითარებისთვის ჰუბერტ ბალსის ფონდის დაფინანსება (9000 ევრო) მიიღო. პროექტმა გაიმარჯვა ფონდის პრესტიჟულ სექციაში “ხმები” (Voices), სადაც ლევან კოღუაშვილთან ერთად არგენტინელი რეჟისორი ლუკრეცია მარტელი დაჯიდლოვდა.

აღსანიშნავია, რომ “გურია”(თხილი) რამდენიმე თვის წინ ეროვნული კინოცენტრის მხატვრული ფილმის წარმოების კონკურსის  ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტი გახდა. პროექტის სცენარისტები არიან: ბორის ფრუმინი, გიორგი კეკელიძე და ლევან კოღუაშვილი, ხოლო პროდიუსერები ოლენა ერშოვა და ნათია ჩხარტიშვილი.