მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი ეგვიპტეში დააჯილდოვეს
თებერვალი 27, 2019

ეგვიპტეში Aswan International Women Film Festival გაიმართა, სადაც მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება” საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.

“სანამ მამა დაბრუნდება” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ, შეფილდის დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე შედგა. მოგვიანებით კი ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში აჩვენეს. რამდენიმე დღის წინ ფილმის ჩვენებები გაიმართა პრაღასა და კოპენჰაგენში.