მელბურნში ქართული ანიმაციური ფილმების პროგრამას აჩვენებენ
ივლისი 12, 2019
13-21 ივლისს ავსტრალიის ქალაქ მელბურნში გაიმართება ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ქართული ანიმაცია შემდეგი პროგრამით იქნება წარმოდგენილი:
- “გოდერძი” – რეჟისორი პეტრე თომაძე
- “მეთევზე და გოგონა” – რეჟისორი მამუკა ტყეშელაშვილი
- “ჩაი” – რეჟისორი პეტრე თომაძე
- “ბებო” – რეჟისორი სანდრო ქათამაშვილი
- “ჯიბის კაცი” – რეჟისორი ანა ჩუბინიძე
- “ჰორიზონტი” – რეჟისორი დათო კიკნაველიძე
- “ლილე” – რეჟისორი ნათია ნიკოლაშვილი
მელბურნის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მაყურებელს წარუდგენს 400-ზე მეტ ანიმაციას, როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ფილმებს. ქართული პროგრამა ნაჩვენები იქნება სექციაში Window On Georgian Animation.