მექსიკაში, იდალგოს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით არის წარმოდგენილი
აპრილი 24, 2021
საქართველო იდალგოს ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის (FINI) საპატიო სტუმარი ქვეყანაა!
ფესტივალი მექსიკაში წელს უკვე მეათედ იმართება. პანდემიის გამო ღონისიძიება ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.
მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფესტივალის ფარგლებში ვირტუალურად უკვე მოეწყო 2 გამოფენა: “ათასფერი საქართველო” და “წარსული, აწმყო და მომავალი” (ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია).
25 აპრილის პროგრამა წარმატებულ ქართველ კინემატოგრაფისტებს – ნინო კირთაძესა და დეა კულუმბეგაშვილს დაეთმობა. ნინო კირთაძე წაიკითხავს ონლაინ ლექციას თემაზე “ზღვარი დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს შორის”, ხოლო დეა კულუმბეგაშვილი ისაუბრებს თემაზე “ქართული კინო”.