"მზის ქალაქი" მადრიდის კინოფესტივალის საუკეთესო ფილმი გახდა
მაისი 15, 2017
რატი ონელის ფილმი “მზის ქალაქი” მადრიდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის DocumentaMadrid გამარჯვებულია.
მას ფესტივალის მთავარი ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა.
დაჯილდოვების ცერემონიალს თავად რეჟისორი, რატი ონელიც დაესწრო.
“მზის ქალაქი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის საერთაშორისო პრემიერაც ბერლინის კინოფესტივალზე შედგა.
მას შემდეგ ფილმი არაერთ ქვეყანაში წარმატებით აჩვენეს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე goEast  კი კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზი გადასცეს.