მიხეილ კობახიძის შესახებ გადაღებულ ფილმს რეჟისორის 80 წლის იუბილეზე აჩვენებენ
მარტი 21, 2019

23 მარტს, 14:00 საათზე, „კინოს სახლის“ კინოდარბაზში (მისამართი: ძმები კაკაბაძეების ქუჩა N2), გაიმართება მიხეილ კობახიძის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის “დაკარგული რვანახევარი” ჩვენება, რომელიც რეჟისორის 80 წლის იუბილეს მიეძღვნება.

“დაკარგული რვანახევარი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის რეჟისორებიც ვახო ვარაზი და ლაშა ოთხმეზური არიან. ფილმის სცენარი ასევე ლაშა ოთხმეზურს ეკუთვნის, პროდიუსერები ირაკლი სოლომანაშვილი და ვახო ვარაზი არიან, ხოლო ფილმის ოპერატორია დავით გოგილაშვილი.

“დაკარგული რვანახევარის” ჩვენების გარდა, 22 მარტს მაყურებელი მიხეილ კობახიძის შემდეგ გახმაურებულ მოკლემეტრაჟიან ფილმებსაც ნახავს:

  1. “ახალგაზრდა სიყვარული”
  2. “კარუსელი”
  3. “ქორწილი”
  4. “ქოლგა”
  5. “მუსიკოსები”
  6. “გზაზე”