მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ანიმაციური ფილმის 2015 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის პირობები
მაისი 7, 2015

კონკურსის მიზანი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოების დაფინანსება.

2015 წლის 7 მაისს ცხადდება კონკურსი მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ანიმაციური ფილმის წარმოების დაფინანსების მიზნით.

უფლებამოსილი კონკურსანტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

საექსპერტო კომისიაში პროექტის განაცხადი წარდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის მიერ, რომელიც შეიძლება იყოს გადასახადის გადამხდელი, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირი.

აღნიშნული პირობის დაკმაყოფილება განისაზღვრება, როგორც პროდუსერის საგანაცხადო ვალდებულება.

დაფინანსება

კონკურსში გამარჯვებული პროექტ(ებ)ი კინოცენტრის მიერ დაფინანსდება ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% -მდე, საექსპერტო კომისიის რეკომენდებული თანხის შესაბამისად.

ბიუჯეტი

საკონკურსო ფონდი შეადგენს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარს. კომისია უფლებას იტოვებს მთლიანად არ გახარჯოს საკონკურსო ფონდი.

ქრონომეტრაჟი

ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 10 წთ-ზე მეტი.

კონკურსის ტურები

კონკურსი ტარდება ორ ტურად.

პირველ ტურში საექსპერტო კომისიის წევრები ეცნობიან კონკურსზე შემოტანილ პროექტებს და აფასებენ დადგენილი ქულების სისტემის საფუძველზე.

კომისია განსაზღვრავს იმ მინიმალურ ქულათა ოდენობას, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა მეორე ტურში გადასასვლელად.

მეორე ტურში გადავლენ მხოლოდ ის პროექტები, რომელთა ქულა აღემატება კომისიის მიერ დადგენილ მინიმალურ ბიჯს.

პროექტები, რომლებიც არ გადავიდნენ მეორე ტურში კონკურსს ეთიშებიან.

მეორე ტური გულისხმობს პროექტის პრეზენტაციას კომისიის წევრების წინაშე.

მეორე ტურის შედეგად კომისიის წევრები აფასებენ პროექტის პრეზენტაციას და წერენ შესაბამის ქულას.

კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ცალკეული პროექტის ქულათა საერთო ჯამის საფუძველზე და წარუდგენს კინოცენტრს რეკომენდაციას გამარჯვებული პროექტების რაოდენობისა და სუბსიდიის ოდენობის შესახებ.

ეროვნული ფილმის ცნობა

კონკურსში მონაწილეობის მსურველი პროდიუსერები ვალდებულნი არიან პირველ რიგში მოიპოვონ ეროვნული ფილმის ცნობა და მხოლოდ შემდეგ შემოიტანონ განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

პროდიუსერებმა ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად კინოცენტრში უნდა წარმოადგინონ:

1.განცხადება ეროვნული ფილმის ცნობის მისაღებად (კინოცენტრის მიერ დადგენილი ფორმით);

2.იურიდიული პირებისათვის წესდების ასლი, ამონაწერი (სავალდებულოა განახლებული) მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან

3.ფიზიკური პირისთვის პირადობის მოწმობის ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ან საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (სავალდებულოა განახლებული);

4.ინფორმაცია იურიდიული პირის საქმიანობის შესახებ;

5.ფილმის ავტორთა (რეჟისორი,სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი) პირადობის მოწმობის ასლები, რომელიც ადასტურებს მათ მოქალაქეობას;

6.ფილმის თრითმენტი (მოცემული ამბის მოკლე აღწერა);

7.ხელშეკრულებები რეჟისორთან, სცენარის ავტორთან და დიალოგების ავტორთან (ორიგინალები ან ასლები ნოტარიულად დამოწმებული), რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ განმცხადებელი არის კანონიერი მფლობელი ყველა იმ საავტორო უფლებისა, რომელიც ფილმში იქნება გამოყენებული;

8.ფილმის ბიუჯეტი.

განაცხადი, რომელიც არ შეიცავს ეროვნული ფილმის ცნობას მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ანიმაციური ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსში არ განიხილება.

ეროვნული ფილმის ცნობა გაიცემა, პროდიუსერის მიერ სრული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია

1. ეროვნული ფილმის ცნობა

2. აპლიკაცია (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);

3. რეჟისორის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს);

4. პროდიუსერის წინა ნამუშევარი (თუ ასეთი არსებობს);

5. ფილმის ავტორთა (რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, კომპოზიტორი) და ჯგუფის წევრების ბიოფილმოგრაფია და კოორდინატები;

6. ხელშეკრულებები ფილმის პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან (მხატვარი, ანიმატორი);

7. პროდიუსერის მოტივაცია (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);

8. რეჟისორის ხედვა და მოტივაცია ;

9. ლოგლაინი;

10. ფილმის მოკლე სინოფსისი (1 გვერდამდე);

11. ფილმის სცენარი (ეპიზოდებში განსაზღვრული უნდა იყოს ქრონომეტრაჟი);

12.ფილმის კადრირება;

13.პერსონაჟების ესკიზები (ფერში 3 კუთხიდან), სადაც უნდა ჩანდეს პერსონაჟის ხასიათი და პლასტიკა;

14. ძირითადი ფონები (ფერში);

15. ფილმის პილოტი (30 წამიდან ერთ წუთამდე);

16. ფილმის ბიუჯეტი (ეროვნული კინოცენტრის მიერ შემუშავებული ფორმით*);

17. ფინანსური გეგმა (დაფინანსების მოპოვების გრაფიკი*);

18. საწარმოო გეგმა (სამუშაოების შესრულების განრიგი), რომელიც მოიცავს წინა-საწარმოო, გადაღების, პოსტ პროდუქციის ვადებსა და პრემიერის სავარაუდო თარიღს;

19. თანაპროდიუსერ(ებ)თან (თუ ასეთი უკვე არსებობს) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები, ან ასლები ნოტარიულად დამტკიცებული);

ალტერნატიული დაფინანსება

თუ ფილმის წარმოებაზე გამოყენებული იქნება პროდიუსერის პირადი თანხა, წარმოდგენილი უნდა იყოს ამონაწერი ბანკიდან პროდიუსერის საბანკო ანგარიშზე თანხის მოძრაობის შესახებ;

ალტერნატიული დაფინანსებად შესაძლებელია განიხილებოდეს ფილმის ავტორთა საჰონორარო შენატანი (ე.წ. დეფერმენტი) თუ ის არ აღემატება მთლიანი ბიუჯეტის 5%.

ალტერნატიული დაფინანსება შეიძლება ჩაითვალოს საპროდუსერო კომპანიის ტექნიკური შენატანი.

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში პროდიუსერი ვალდებულია არაუგვიანეს 2015 წლის 1 სექტემბერს წარმოადგინოს კინოცენტრში ბიუჯეტის სრულად შევსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ორიგინალები ან ნოტარიულად დამტკიცებული ასლები), წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება ძალას კარგავს.

გამონაკლისის სახით, პროდიუსერის მიერ სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში კინოცენტრი იტოვებს უფლებას გაახანგძლივოს საბუთების წარმოდგენის ვადა. მსგავს გადაწყვეტილებას იღებს კინოცენტრის დირექტორი.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის რაოდენობა

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას 6 ეგზემპლარად და 1 ცალად ელექტრონული ვერსიის სახით; ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს პროდიუსერის ხელმოწერით.

ვადა

პროექტების შემოტანის ბოლო ვადაა: 2015 წლის 12 ივნისი, 17:00 სთ.

2015 წლის 5 ივნისამდე კინოცენტრი შეამოწმებს შემოტანილ დოკუმენტაციას და იმ პროდიუსერებს, რომელთა პროექტები არ დააკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს უფლებას აძლევს გამოასწორონ ხარვეზი და 2015 წლის 12 ივნისამდეშემოიტანონ შესწორებული პროექტები.

იმ პროდიუსერებს, რომლებიც პროექტს პირველად შემოიტანენ 2015 წლის 5 ივნისის შემდეგ არ მიეცემათ ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. შესაბამისად შესაძლოა ასეთი პროექტის განხილვა არ მოხდეს არსებული ხარვეზის გამო.

შეზღუდვები

ეროვნული კინოცენტრი არ მიიღებს იმ პროდიუსერთა პროექტებს, რომელთა ავტორებმა (პროდიუსერი დარეჟისორი), ვერ შეასრულეს ეროვნული კინოცენტრის წინაშე აღებული ვალდებულება (არ იგულისხმებიან ის პროდიუსერები, რომელთაც ფილმის დასრულების ვადა აქვთ გაგრძელებული).  აგრეთვე კინოცენტრი არ მიიღებს იმ რეჟისორთა პროექტებს, ვისაც მოგებული აქვთ კონკურსი სხვა კონკურსის კატეგორიაში და ფილმის წარმოების პროცესში არიან.

არ შეიძლება ერთი და იგივე პროექტი მონაწილეობდეს კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ ერთდროულად მიმდინარე სხვადასხვა კონკურსებში.

ყურადღება!

ეროვნული კინოცენტრი კონკურსიის მონაწილეებს მოგმართავთ თხოვნით, დაიცვათ ეთიკის ნორმები საექსპერტო კომისიის წევრებისა და კინოცენტრის თანამშრომლების მიმართ და პატივი სცეთ ჟიურის გადაწყვეტილებას.

 გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია კონსულტაციების გავლა.  კონსულტაციები ჩატარდება ეროვნულ კინოცენტრში.

 მისამართზე: ზ. გამსახურდიასსანაპირო #4 – ში,

ტელ: +995 32 2 999 200; +995 32 2 999 102;

 საკონტაქტოპირები: ნინოკუხალაშვილი(იურიდიული ასპექტები)

ტელეფონი: +995 577 955 250

ელ. ფოსტა: n.kukhalashvili@gnfc.ge

მანანამელაძე(წარმოება დაფინანსები)

ტელეფონი: +995 577 40 75 39

ელ. ფოსტა: m.meladze@gnfc.ge

სალომე დანელია (წარმოებადა ფინანსები)

ტელეფონი: +995 599 85 07 81

ელ. ფოსტა: s.danelia@gnfc.ge