ნანა ჯანელიძე და კახი კავსაძე რუსთავში კინოსკოლელებს ესტუმრნენ
ნოემბერი 20, 2015
20 ნოემბერს რუსთავის 16-ე სკოლაში პროექტის “კინო სკოლაში” მორიგი ჩვენება შედგა.
რუსთაველმა კინოსკოლელებმა ფილმი “ნეტავი იქ თეატრი არის?!” ნახეს. ფილმის რეჟისორი ნანა ჯანელიძე და ყველასათვის საყვარელი მსახიობი კახი კავსაძე თავად ესწრებოდნენ ჩვენებას. ფილმის დასრულების შემდეგ კინოსკოლელებს მათთან გასაუბრების საშუალება მიეცათ.