ნინო კირთაძის ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა ლაიფციგის დოკუმენტურის კინოს ფესტივალზე შედგება
ოქტომბერი 21, 2019

ნინო კირთაძის ახალი ფილმის მსოფლიო პრმიერა ლაიფციგის დოკუმენტურის კინოს ფესტივალზე შედგება.

დოკუმენტური ფილმი I INVITE YOU TO MY EXECUTION ლაიფციგში საერთაშორისო პროგრამაში იქნება წარმოდგენილი.

ფილმის წარდგენის გარდა, ნინო კირთაძე საინტერესო პანელ დისკუსიაშიც მიიღებს მონაწილეობას. რომელი ქვეყნის პასპორტი აქვს ფილმს? – დისკუსიის წევრები მოდერატორთან ერთად განიილავენ, თუ როგორ უნდა მოხდეს კოპროდუქციების შემთვევაში ფილმისთვის წარმომდგენი ქვეყნის შერჩევა და რა თავისებურებები აქვს ამ პროცესს.

1997 წლიდან ნინო კირთაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს პარიზში. რეჟისორობამდე ნინო აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობაში, მუშაობდა კონფლიქტის ზონებში და აშუქებდა ჩეჩნეთის, ყარაბახისა და აფხაზეთის ომების მიმდინარეობას.

ნინოს სარეჟისორო დებიუტი საფრანგეთში შედგა. დღეს იგი ევროპაში აღიარებული რეჟისორია – ხუთჯერ არის დაჯილდოვებული ფრანგული არტ ჰაუსის რეჟისორ-სცენარისტთა გილდიის მიერ, ოთხჯერ აქვს მიღებული წლის საუკეთესო ფილმის პრიზი საფრანგეთში, არის გერმანიის „ოქროს გრიმეს“ მფლობელი. ნინოს არაერთი პრიზი აქვს მიღებული პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო სანდენსის კინოფესტივალზე და ევროპული კინოაკადემიის ოსკარი.

2019 წლის 16 ივლისიდან ნინო კირთაძე საქართველოს წარმომადგენელია “ევრიმაჟში”.