ოლივიე კატერინი ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად პროექტების განვითარებაზე იმუშავებს
აპრილი 15, 2016
ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მიერ შერჩეული პროფესიონალი ოლივიერ კატერინი ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად პროექტების განვითარებაზე იმუშავებს.
ეროვნულმა კინოცენტრმა წელს უკვე მეორედ გამოაცხადა ანესის და ნიქოზის კინოფესტივალებთან ერთად კონკურსი პროექტის განვითარებაზე.
გამარჯვებული პროექტები თავად MIFA-მ (ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ბაზრობა) ანიმციური ფილმების ფრანგ პროედუსერებთან ერთად შეარჩია.
ოლივიე კატერინის ვორქშოპი თბილისში 18-22 აპრილს ჩატარდება და მას კონკურსის გამარჯვებული პროექტების ავტორები დაესწრებიან.
ვორქშოპის შედეგად კი გამოვლინდება  1 საუკეთესო პროექტი, რომელსაც ავტორი 12-19 ივნისს ანესის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგენს.