ორმა ქართულმა პროექტმა IDFA Bertha Fund-ის დაფინანსება მოიპოვა
აპრილი 6, 2016
ორმა ქართულმა პროექტმა IDFA Bertha Fund-ის დაფინანსება მოიპოვა. 
დაფინანსდა თინათინ გურჩიანის დოკუმენტური ფილმის პროექტი “სატრფიალო. პასტორალი” და რატი ონელის დოკუმენტური ფილმის პროექტი “მზის ქალაქი”.
IDFA Bertha Fund ამსტერდამის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ფონდია.
ფონდი 1997 წლიდან არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში 500 პროექტის მხარდამჭერი გახდა.