
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 31 აგვისტოს გამოვლინდება
აგვისტო 30, 2018
საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის 31 აგვისტოს გამოვლინდება.
გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იმ 6 ფილმის ნახვის შემდეგ მიიღებს, რომელთაც დააკმაყოფილეს ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნები და განაცხადი ეროვნულ კინოცენტრში შემოიტანეს.
გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის საფუძველზე, 31 აგვისტოს, 15:00 საათზე, კინოსახლის განახლებულ დარბაზში (რუსთაველის გამზირი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2) იქნება მიღებული და ცნობილი გახდება რომელი ქართული ფილმი იბრძოლებს ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის.
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმია წარმოდგენილი:
- „ხიბულა” – რეჟისორიგიორგიოვაშვილი
- „ნამე” – რეჟისორიზაზახალვაში
- „ჰორიზონტი” – რეჟისორითინათინყაჯრიშვილი
- „დედე” – რეჟისორიმარიამხაჭვანი
- „ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორინიკოლოზხომასურიძე
- „ჰამლეტი” – რეჟისორიგიორგიმეგრელიშვილი
წარმოდგენილი ფილმებიდან ოსკარზე საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია შეარჩევს, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა შექმნა.
კომისიასულ 9 წევრისგან შედგება:
1.მერაბ კოკოჩაშვილი – რეჟისორი
2.დიმიტრი მამულია – რეჟისორი
3.გივი-ბესიკ ოდიშარია – სცენარისტი
4.ლომერ ახვლედიანი – ოპერატორი
5.ია შუღლიაშვილი – მსახიობი
6.კახა კანდელაკი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი
7.ზურაბ მაღალაშვილი – ეროვნული კინოცენტრის დირექტორი
8.გოგი მიქელაძე – მხატვარი
9.ნინო მხეიძე – კინომცოდნე
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაა, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.