ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ზაზა ხალვაშის ფილმი "ნამე" იბრძოლებს
აგვისტო 31, 2018
რეჟისორ ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე”ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის იბრძოლებს.
საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის 31 აგვისტოს, სპეციალურად შექმნილმა კომისიამ, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა დიდი უმრავლესობით გამოავლინა.
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად სულ 6 ფილმი იბრძოდა.
◾️ „ხიბულა” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი
◾️ „ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში
◾️ „ჰორიზონტი” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი
◾️ „დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
◾️ „ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე
◾️ „ჰამლეტი” – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების 91-ე ცერემონია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან კინომოვლენაა, 2019 წლის 24 თებერვალს გაიმართება.
ფილმის ტრეილერი: https://goo.gl/Z9JDM7