პეკინის მუნიციპალური ტელე-რადიო მაუწყებლობის ორგანიზებით თბილისში ჩინური და ქართული დელეგაციების შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 13, 2019
პეკინის მუნიციპალური ტელე-რადიო მაუწყებლობის ორგანიზებით თბილისში ჩინური და ქართული დელეგაციების შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ქართული კინოს ისტორია, კინოსექტორის დღევანდელი მდგომარეობა და ეროვნული კინოცენტრის საქმიანობა გააცნო.
დელეგაციების შეხვედრას ქართული და ჩინური საპროდიუსერო და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, კავკასია კინოგადაღებისთვის ხელსაყრელი რეგიონია, შესაბამისად, შესაძლოა უახლოეს მომავალში ერთობლივი აუდიო და ვიდეო პროდუქციის შექმნის მიმართულებით დაიწყოს მუშაობა.