პოლონური კინოს ფესტივალი ქართული ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს
ნოემბერი 12, 2018

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლონური კინოს ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც ქართული ფილმების რეტროსპექტივაა წარმოდგენილი. წელს ფესტივალი ქართული კინოს 110 წლის იუბილეს 9 ქართული ფილმის ჩვენებით აღნიშნავს, რომელთა ჩვენებაც 9 – 12 ნოემბერს 2 ლოკაციაზე გაიმართება. ( Facets Cinematheque (1517 W. Fullerton Ave.) და Gallery Theatre (1112 N. Milwaukee Ave.).

პროგრამის ფარგლებში აჩვენებენ შემდეგ ქართულ ფილმებს:

  • მარიამ ხაჭვანის “დედე”
  • რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი”
  • გიორგი შენგელაიას “ალავერდობა”
  • მიხეილ კობახიძის “ქორწილი”, “ქოლგა” და “მუსიკოსები”
  • ანა ურუშაძის “საშიში დედა”
  • ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები”
  • გიო მგელაძის “არა, მეგობარო”

ქართული ფილმების რეტროსპექტივა ფესტივალზე საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ არის წარმოდგენილი.

პოლონური კინოს ფესტივალი 18 ნოემბერს დაიხურება.

ფესტივალის პროგრამის სრულად სანახავად მიჰყევით ბმულს.