თუ გაქვთ შეკითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები, იდეები ფილმწარმოების დეპარტამენტის მუშაობასთან დაკავშირებით, ეროვნული კინოცენტრი გთავაზობთ შეხვედრებს ონლაინ-ფორმატში 22, 24 და 26 მარტს, 15:00 საათზე.
შეხვედრებს, რომლებიც ზუმის მეშვეობით გაიმართება, კინოცენტრის მხრიდან დაესწრებიან ხელმძღანელი პირები და ფილმწარმოების დეპარტამენტის თანამშრომლები, ხოლო სექტორის მხრიდან – 12 კინემატოგრაფისტი (თითო შეხვედრაზე).
კინოცენტრი შეეცდება, თქვენს კითხვებს უპასუხოს და თავისი სამომავლო გეგმებიც გაგაცნოთ. შეხვედრებზე დარეგისტრირების მიზნით გთხოვთ, თქვენთვის სასურველი თარიღი მოგვწეროთ მეილზე info@gnfc.ge
ველით თქვენს აქტიურ მონაწილეობას, რადგან თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია კინოცენტრის საქმიანობის და წარმოების პროცესების გაუმჯობესების მიზნით.
მოთხოვნის შემთხვევაში ონლაინ-შეხვედრები შემდგომ კვირაშიც გაგრძელდება.