პროდიუსერების საყურადღებოდ!
ეროვნული კინოცენტრი გიწვევთ მრგვალ მაგიდასთან ქართული კინოკანონისა და
კანონქვემდებარე აქტების, ასევე ფილმწარმოებასთან დაკავშირებული სხვა
წესებისა და კინოინდუსტრიაში არსებული პრობლემების განხილვის მიზნით.
ეროვნული კინოცენტრის მიზანია, პროდიუსერებთან დიალოგისა და კონსულტაციების
გზით მოქმედ კანონში და სხვა აქტებში საჭიროების შემთხვევაში შევიდეს
ცვლილებები, იმისათვის რომ მწარმოებლები უკეთ გაუმკლავდნენ მათ წინაშე
არსებულ გამოწვევებს და კანონმდებლობაში აისახოს უკანასკნელი 20 წლის
განმავლობაში სექტორში დაგროვილი გამოცდილება.
პროდიუსერებს შეუძლიათ წინასწარ მოგვაწოდონ საკითხები, რომელთა განხილვა
მიაჩნიათ მიზანშეწონილად (info@gnfc.ge)
ეროვნული კინოცენტრი თავის მხრივ სექტორის წარმომადგენლებს გააცნობს იმ
ცვლილებებს, რომელთა განხორციელება უახლოეს ხანებში იგეგმება.
მრგვალ მაგიდას დაეთმობა სამი საათი სამშაბათს, 11 თებერვალს, 12:00-დან
15:00-მდე ეროვნული კინოცენტრის ოფისში.
საჭიროების შემთხვევაში ის გაგრძელდება ოთხშაბათს და ხუთშაბათს იმავე დროს.