პროექტმა "კინო სკოლაში" ევროკავშირის პროგრამის Creative Europe დაფინანსება მოიპოვა
ივნისი 24, 2016
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტმა “კინო სკოლაში” ევროკავშირის პროგრამის Creative Europe დაფინანსება მიიღო.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, 24 ივნისს, კულტურის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული კინოცენტრის რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი კოტე ჩლაიძე გაუძღვნენ.
ევროკავშირის პროგრამის “შემოქმედებითი ევროპა” ფარგლებში გამოყოფილი  დაფინანსება მოხმარდება პროექტის “კინოს კოლაში” ვებ-პორტალის შემნას, სადაც განთავსდება სასწავლო მასალები, ონლაინ ფილმების კატალოგი და სხვა; ასევე პროექტის ფარგლებში, კინოცენტრს ექნება წვდომა მსოფლიო კინოშედევრებზე და ქართული ფილმების განთავსების შესაძლებლობა ამავე პორტალზე.