პროექტს "მოქალაქე წმინდანი" ევრიმაჟის ჯილდო გადაეცა
ნოემბერი 24, 2016
ტალინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ კოპროდუქციის მარკეტზე თინათინ ყაჯრიშვილისა და ლაშა ხალვაშის პროექტი “მოქალაქე წმინდანი” საუკეთესოდ აღიარეს და ევრიმაჟის ჯილდოც გადასცეს 20 000 ევროს ოდენობით.
საქართველო 17 რჩეულ პროექტს შორის გამოარჩიეს.
“მოქალაქე წმინდანი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. მისით უკვე დაინტერესდნენ ისეთი საერთაშორისო პლატფორმები, როგორებიცაა EAVE producers workshop 2016 და La Fabrique des Cinema du Monde 2016.